გაქვთ თუ არა ღრძილის რეცესია და ხომ არ გჭირდებათ, საჭიროების შემთხვევაში, რაიმე ზომის მიღება?

ჩაიტარეთ თვით-ტესტი და უპასუხეთ აქ მოცემულ 11 კითხვას. თქვენს პასუხებს ჩვენ არ ვინახავთ.

დღეში რამდენჯერ იწმენდთ კბილებს?

ეს კითხვა შესავალია. გთხოვთ, გააგრძელოთ შემდეგი კითხვებით.

იყენებთ თუ არა მექანიკურ კბილის ჯაგრისს?

დიახ

მექანიკური კბილის ჯაგრისები სახლში პირის ღრუს ჰიგიენის საკმარისად ეფექტური საშუალებაა. ჯაგრისის ბეწვები უნდა იყოს რბილი და ნეილონისგან დამზადებული, რათა ღრძილის კიდე არ დაზიანდეს. კბილის ჯაგრისის თავაკი ბრტყელი უნდა იყოს. მისი საშუალებით კბილები შეიძლება გაიწმინდოს მცირე წრიული მოძრაობებით, ხეხვის გარეშე. ასევე რეკომენდებულია კბილთაშორისი სივრცეების ყოველდღიური წმენდა დამატებითი საშუალებით.

არა

მექანიკური კბილის ჯაგრისი კბილების ეფექტური წმენდის ყველაზე მეტად მეცნიერულად შესწავლილი მეთოდია. თუ სახლში პირის ღრუს ჰიგიენისთვის არ იყენებთ არც მექანიკურ და არც ელექტრო კბილის ჯაგრისს, არამედ, მაგალითად, ერთკონიან ჯაგრისს ან მისვაკს, სთხოვეთ სტომატოლოგიურ პრაქტიკაში, დაგიდასტურონ თქვენი პირის ღრუს ჰიგიენის ტექნიკის ეფექტურობა.

„ერთი ზედმეტი შემოწმება ჯობია ერთ გამოტოვებულ მკურნალობას!“

იყენებთ თუ არა ელექტრო კბილის ჯაგრისს?

დიახ

ელექტრო კბილის ჯაგრისები სახლში პირის ღრუს ჰიგიენის ეფექტური საშუალებაა. მათი ეფექტურობა ოდნავ აღემატება მექანიკური კბილის ჯაგრისების ეფექტურობას. ელექტრო კბილის ჯაგრისების გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ ისინი ღრძილზე დამატებითი ზეწოლის გარეშე გამოიყენოთ. ელექტრო კბილის ჯაგრისების სწორი გამოყენებისას ღრძილის რეცესიის განვითარების რისკი არ იზრდება.

გარდა ამისა, რეკომენდებულია კბილთაშორისი სივრცეების ყოველდღიური წმენდა დამატებითი საშუალებით.

არა

მექანიკური კბილის ჯაგრისებიც სახლში პირის ღრუს ჰიგიენის საკმარისად ეფექტური საშუალებაა. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს სტომატოლოგიურ პრაქტიკაში იმის შესახებ, თუ რომელი საშუალებებია თქვენთვის ყველაზე შესაფერისი.

პირის ღრუს ჰიგიენის რომელ ტექნიკებს იყენებთ?

კბილების წმენდის თქვენს ტექნიკას დიდი გავლენა აქვს თქვენი ღრძილების ჯანმრთელობაზე. ხეხვითი მოძრაობები თავიდან უნდა აიცილოთ.

გადიხართ ახლა ან გაგივლიათ ადრე ორთოდონტიული მკურნალობა?

დიახ

ღრძილის რეცესია შეიძლება განვითარდეს როგორც ორთოდონტიული მკურნალობის დროს, ისე მისი დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგაც.

არა

კვლავაც კარგად იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და პირის ღრუს ჯანმრთელობის შესამოწმებლად წელიწადში ერთხელ გაიარეთ გამოკვლევა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.

ეწევით?

დიახ

სიგარეტის მოწევის შედეგად ღრძილის სისხლმომარაგება უარესდება. ამის გამო მცირდება მისი გამძლეობა, რაც ასევე ზრდის მიდრეკილებას ღრძილის რეცესიისადმი.

ღრძილის რეცესიის მქონე მწეველებში გაშიშვლებული ფესვის ზედაპირების შესაძლო საჭირო ქირურგიული დაფარვის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ მოწევის წარმატებით შეწყვეტის შემდეგ.

არა

თუ ჩვენს ბევრ სხვა კითხვასაც „არა“-თი უპასუხეთ, კვლავაც კარგად იზრუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და წელიწადში ერთხელ გაიარეთ გამოკვლევა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.

მოიხმართ თუ არა უკვამლო თამბაქოს ნაწარმს, მაგალითად, სნუსს?

დიახ

უკვამლო თამბაქოს ნაწარმის, მაგალითად სნუსის, მოხმარება პირის ღრუში მისი მოთავსების ადგილას იწვევს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ცვლილებებს (ლეიკოპლაკია, ფაკულტატური კიბოსწინა მდგომარეობა) და ხშირად ღრძილის რეცესიასაც.

მაშინ, როცა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის შემდეგ ლორწოვანი გარსის ცვლილებები შეიძლება უკუგანვითარდეს, თამბაქოს ნაწარმის ყოფილი მოთავსების ადგილას ღრძილის რეცესია რჩება და ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევით უნდა იქნას ნამკურნალევი.

არა

თუ ჩვენს ბევრ სხვა კითხვასაც „არა“-თი უპასუხეთ, კვლავაც კარგად იზრუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და წელიწადში ერთხელ გაიარეთ გამოკვლევა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.

გაქვთ თუ არა პირსინგი ენაზე ან ტუჩზე?

დიახ

პირსინგთან ხშირი თამაში ჩვევაა, რომელსაც შეიძლება მავნე გავლენა ჰქონდეს კბილებსა და ღრძილებზე. პირსინგის მატარებელთა დაახლოებით 80 პროცენტს შესაბამის შეხების ადგილებში აღენიშნება კბილის საკუთრივ მაგარი ქსოვილის დაკარგვაც, ხოლო შემთხვევათა 25%-ში ვლინდება ღრძილის რეცესიაც.

პირსინგის მოხსნის შემდეგ შესაბამისი ღრძილის რეცესია რჩება და ამიტომ, გარემოებებიდან გამომდინარე, ქირურგიულად უნდა იქნას ნამკურნალევი.

არა

თუ ჩვენს ბევრ სხვა კითხვასაც „არა“-თი უპასუხეთ, კვლავაც კარგად იზრუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და წელიწადში ერთხელ გაიარეთ გამოკვლევა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.

გაქვთ თუ არა ღრძილის დაწევა?

დიახ

ღრძილის დაწევას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს და ის ხშირად ვითარდება კბილთა რიგის გარეთა მხარეს ან, პაროდონტიტის დროს და მისი მკურნალობის შემდეგ, მთელი კბილის გარშემოც.

აცნობეთ თქვენს სტომატოლოგიურ პრაქტიკას. იქ ჩატარებული სრულფასოვანი გამოკვლევა აჩვენებს, გაქვთ თუ არა ღრძილის რეცესია ან პაროდონტიტი და გჭირდებათ თუ არა შესაბამისი მკურნალობა.

არა

თუ ჩვენს ბევრ სხვა კითხვასაც „არა“-თი უპასუხეთ, კვლავაც კარგად იზრუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და წელიწადში ერთხელ გაიარეთ გამოკვლევა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.

რეაგირებენ თუ არა თქვენი კბილები მგრძნობიარედ ცივ საკვებსა ან ცივ სასმელებზე?

დიახ

ღრძილის დაწევის შედეგად ფესვის ზედაპირები შიშვლდება. ისინი შეიცავს ნერვებს, რომლებსაც შეუძლიათ ტემპერატურის ცვლილებაზე მომატებული მგრძნობელობით რეაგირება.

აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, ჰიგიენისტს ან პროფილაქტიკის ასისტენტს, რომ გაქვთ კბილები, რომლებიც ტემპერატურის ცვლილებებზე მგრძნობიარედ რეაგირებენ. ამ დროს შესაბამისად შეიძლება განიხილოთ ჩივილების შემსუბუქების შესაძლებლობებიც.

არა

თუ ჩვენს ბევრ სხვა კითხვასაც „არა“-თი უპასუხეთ, კვლავაც კარგად იზრუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და წელიწადში ერთხელ გაიარეთ გამოკვლევა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.

გაქვთ თუ არა მუქი ლაქები გაშიშვლებული კბილის ყელების მიდამოში?

დიახ

გაშიშვლებული კბილის ფესვის მაგარი ქსოვილი კარიესის მიმართ ნაკლებად მდგრადია, ვიდრე კბილის გვირგვინის ქსოვილი (მინანქარი). ამიტომ ე.წ. ფესვის კარიესი შეიძლება უფრო სწრაფად პროგრესირებდეს, რის გამოც მისი პრევენცია უკეთესად უნდა მოხდეს.

აცნობეთ თქვენს სტომატოლოგიურ პრაქტიკას. იქ ჩატარებული სრულფასოვანი გამოკვლევა აჩვენებს, რა არის ამ შეფერილობის მიზეზები და გჭირდებათ თუ არა შესაბამისი მკურნალობა.

არა

თუ ჩვენს ბევრ სხვა კითხვასაც „არა“-თი უპასუხეთ, კვლავაც კარგად იზრუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და წელიწადში ერთხელ გაიარეთ გამოკვლევა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ყველა კონტენტი თქვენი საკუთარი პროდუქციისთვის Creative Commons ლიცენზიის აღიარებით:

Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International
https://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0/deed.ka